შუა ქალაქში - 4 სეზონი - 2 სერია / Shua Qalaqshi - 4 Sezoni - 2 Seria HD
გთხოვთ შეაფასოთ ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი არხი სერიალი 8 მეგობრის ირაკლის, მარიკას, დათოს, ანანოს, სანდროს, ეკას, ქეთევანისა და თამარის შესახებ მოგვითხრობს, რომელებიც თბილისში ვაკეში ცხოვრობენ. ირაკლი ჩხეიძე ექიმია და ქვეყნის მთავარ საავადმყოფოში მუშაობს. მარიკა ირაკლის მეუღლე და დიასახლისია, დათო ალექსიძე მარიკას ბიძაშვილი და მხატვარია, რომელიც ცოლთან გაშორების შემდეგ თავის ბიძაშვილ მარიკასთან და მის მეუღლე ირაკლისთან ბინაში გადადის საცხოვრებლად. ეკა წარმატებული კომპანიის მენეჯერი და მეგობრების მარიკას, ანანოს, ქეთევანის, თამარის და სანდროს თანაკლასელია, ანანო აგროსპეციალისტი და მეგობრების თანაკლასელია, ძალიან უყვარს ბუნება და ცხოველები. სანდრო მახარაძე იურისტია, რომელმაც განათლება ლონდონში მიიღო და ამით ძალიან ამაყობს, თუმცა რეალურად არც ისეთი განათლებულია, როგორსაც ახასიათებს საკუთარ თავს. ქეთევან და თამარ ღლონტები დები არიან, რომლებიც ირაკლისა და მარიკას მეზობლად ცხოვრობენ და მეგობრების თანაკლასელები არიან. სერიალი 2 ეტაპად იყოფა: მთელი 10 სეზონის განმავლობაში, მასში ერთი და იგივე გმირები მონაწილეობდნენ, მეთერთმეტე სეზონიდან კი ახალი ეტაპი დაიწყო და სერიალის ძველი გმირების უმეტესობა ახლით ჩანაცვლდა. „შუა ქალაქში“ — ქართული სიტკომის ჟანრის სერიალი მეგობრების ჯგუფზე, რომლებიც თბილისის ერთ-ერთ უბანში (ვაკეში) ცხოვრობენ. სერიალი დადგმულია სტუდია ღამის შოუს მიერ. სერიალი ექვსი წლის განმავლობაში გადიოდა ტელეკომპანია იმედის ეთერში. პირველი სეზონის პრემიერა გაიმართა 2007 წლის 23 სექტემბერს, ხოლო ბოლო, მეთექვსმეტე სეზონი 2013 წლის 9 ივლისს დასრულდა. 2011 წლის 3 მარტს გამოვიდა მხატვრული ფილმი „ერთხელ შუა ქალაქში“. შუა ქალაქში განახლდა 2014 წლის 13 ოქტომბერს როგორც „10 წლის შემდეგ“. მისი ჩვენება 2017 წლის მარტში დასრულდა. #შუაქალაქში #სერიალი #ნოსტალგია