eminem & ბუ - lose yourself, bu & eminem - lose yourself
როგორც გადაცემიდან იცით რამდენიმე ხნის წინ მივწერე ემინემს ფეისბუკზე და ჩავუგდე ჩემი სიმღერების ლინკები ...ცოტა ხანში მომწერა მისმა პროდუსერმა, რო ძაან მოგვეწონაო შენი სტილი და მთლიანად მაგ პროექტის იდეა... მერე დიდი სურვილით მივწერე თუ შეიძლებოდა რო გამომეყენებინა მუსკიკა lose yourself და გამეკეთებინა ქართული ვერსია, რადგან ეს სიმღერა მაგრა მიყვარს გამოჩენის დღიდან ... ამაზეც თანხმობა მომწერა პროდიუსერმა ემინემთან შეთანხმებით... რამდენიმე კვირის წინ ჩავწერე ჩემ გენიოს ძმასთან ჭოტი ზაზასთან სტუდიაში და მონტაჟით ჩავსვით ემინემის ხმაც, რაც უკვე პროდიუსერისგან მოწერილ პირად მეილზე გავუგზავნე ემინემს და ვკითხე აზრი მოეწონა თუ არა და შემეძლო თუ არა რო დამედო ჩემ ჩენელზე... ერთი საათის წინ მეილზე ვნახე მოწერილი და ვაკოპირებ : Keep going Owl bro...cooool :) ძაან გახარებული ვარ და თქვენც გიზიარებთ ამ სიხარულს... ოღონდ ემინემს ნუ შეადარებთ ჩემ ნამღერს ...მის გენიასთან ახლოსაც ვერ მივა ჩემი შემოქმედების ჰიპ-ჰოპ ნაწილი და როგორც ადრე ვახსენე მე რეპერობაზე არც მაქვს პრეტენზია ... მე ისევ ჩემებურად მივყვები იმ მუსიკალურ დინებას, სადაც იქმნება ახალი მიმდინარეობა სახელწოდებით - -------- ბუ -------- რაც ნელნელა მოიცავს ყველა ჟანრების კრებულს და გაახარებს სხვადასხვა გემოვნების და სტილის უამრავ ადამიანს... უდიდესი მადლობა ემინემს მხარდაჭერისთვის... ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც უსმენს ჩემ შემოქმედებას... მადლობა ყურადრებისთვის, თბილი კომენტარებისთვის და ერთგულებისთვის... დიდი სტიმულია ჩემთვის ... წინ მაგარი ამბები გელოდებათ... სიყვარულით ბუ ხმის რეჟისორი - ჭოტი ზაზა