gogona gareubnidan 6 seria 5 sezoni HD
გოგონა გარეუბნიდან 6 სერია 5 სეზონი. ქართული კომედიური სატელევიზიო სერიალი. მისი მწარმოებელია „ღამის შოუს სტუდია“. ეს არის დრამატული ტიპის სერიალი, რომელიც კომედიისა და დრამის ნაზავია და ეფუძნება 1999 წელს კოლუმბიაში გადაღებულ სერიალს „Yo Soy Betty, La Fea“. ეს ორიგინალური ტელე-ნოველა მრავალ ენაზე ითარგმნა. 2010 წლის მონაცემებით ამ პროექტის ახლებური ვერსიები 17 სხვადასხვა ქვეყანაში შექმნეს. სერიალში მოქმედება ვითარდება სამაუწყებლო ტელევიზია „TV 11-ის" ოფისში, სადაც გარეუბანში მცხოვრები გოგონა - თამუნა ჭელიძე - იწყებს მუშაობას. თამუნა არჩილ წილოსანის მიერ ყველასთვის მოულოდნელად დანიშნულ დირექტორ ნიკა კეკელიძის, ახალი ასისტენტი ხდება. ნიკას დირექტორობა ბევრს არ ეხატება გულზე, განსაკუთრებით კი ლალი ჩიქოვანს, რომელსაც ნიკას გამოჩენამდე წინასწარ ულოცავდნენ დირექტორობას.
Похожие видео
Показать еще