ბერიკები "ღვინის სახლში" (Berikazz at Wine House)

05.05.2013
არტ პროექტი „ბერიკები" დაარსდა ქალაქ თელავში, როგორც მოხალისე ხელოვანთა ჯგუფი და მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში გაქრობის პირას მდგომი ტრადიციული ხალხური წარმოდგენების, პოეზიის, მუსიკისა და ცეკვის ელემენტების მოძიებას, აღდგენას და პოპულარიზაციას სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი სანახაობების გზით.პროექტი აერთიანებს მოხალისე მსახიობებს, პროფესიონალ მომღერლებსა და მოცეკვავეებს. პროექტის ფარგლებში დამუშავდა საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი ეთნო მუსიკა და ცეკვები, შაირები და ლექსები. ხელოვანთა ჯგუფს შეუძლია ჩვეულებრივი სადილის მუსიკალური გაფორმებიდან დაწყებული მაშტაბური გასართობი ღონისძიების ჩათვლით ნებისმიერი სირთულის შოუ-პროგრამის ორგანიზება და განხორციელება. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ტურისტული კომპანიები, რომლებიც მუშაობენ როგორც გარე ასევე შიდა ტურებზე. „ბერიკები"-ს მობილური ჯგუფი სთავაზობს ტურისტებს დაუვიწყარ სანახაობას კახეთის რეგიონის ნებისმიერ წერტილში, სანახაობის ხანგრძლივობისა და შინაარსის წინასწარი შეთანხმებით. Art projet "Berikebi", as a group of volunteer artists was founded in Telavi and aims to search , restore and promote all traditional folk performances, poetry, music and dance elements that are under a threat of extinction in Kakheti region. The project unites volunteer artists, professional singers and dancers. Within the frame of the project there were restored several folk music and dances, sayings and poems that are characteristic of different corners of Georgia. The group of artists is able to decorate an ordinary dinner musically and at the same time to organize any type of show-program and entertainment events. The target group of the project is travel agencies that organize internal and external tours. Group "Berikebi" offers unforgettable performances to tourists in any spot of Kakheti region. The duration and the content of the performances are the subject of prior agreement. Contact: 598 00 52 00 g.bejanishvili@gmail.com

Похожие видео

Показать еще