Czech Small Arms VZ-58 - 300 Meter shot
Czech Small Arms - ის VZ-58 უკვე James Bond - საც აქვს... ეს გახლავთ ძაან დიდი მიღწევა ჩეხური შაშხანისათვის და თავად მისი მწარმოებელისათვის, რომელიც უკვე დიდი ხანია ცდილობს საკუთარი თავის მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებას. შედეგი ნამდვილად ბევრს შეშურდება. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმში მონაწილეობა ნემისმიერი მწარმოებლისთვის სანატრელი და ზოგჯერ მიუღწეველიც კი არის. ამ სიხარულს ისიც ემატება, რომ ჩვენ, კომპანია „ქარავანი+“ წარმოვადგენთ ზემოთხსენებული ჩეხური კომპანია Czech Small Arms - ის ერთადერთ პარტნიორს საქართველოში და მისი პროდუქციის საქართველოს ბაზარზე გაყიდვის უფლება თუ საშუალება მხოლოდ ჩვენს მაღაზიათა ქსელშია. კლიპში წარმოდგენილი სურათები თავად მწარმოებელმა მოგვაწოდა ფილმის გამოსვლამდე ცოტათი ადრე... თუმცაღა ჩვენი მონტაჟი არაპროფესიონალურ დონეზეა გაკეთებული, რის გამოც ბოდიშს უხდით პროფესიონალებს კონკრეტულ სფეროში... VZ-58 Sporter Compact -კალ - 5.56x45 მმ, იარაღი, რომლითაც ჩვენ, ფაქტიურად რეკორდულ მანძილზე, 300 მეტრზე, ყოველგვარი ოფტიკური სამიზნის გარეშე, მექანიკური ღია სამიზნით, ეფექტურად ვისროლეთ და 4 გასროლიდან 2 გასროლა მოხვდა მიზანს. ამის ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა გახლავთ გერმანული, კომპანია Lothar Walther - ის მიერ წარმოებული ლულა, რომლითაც ყველა Czech small Arm- ის შაშხანაა აღჭურვილი.
Похожие видео
Показать еще