Soso Mikeladze - წლები და გზები - სოსო მიქელაძე - Tslebi da Gzebi HD
#წლებიდაგზები, #ადამიანები, #მემენატრება, ვიდეოპროექტის ავტორი: GIKA STUDIO ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე არანჟირება, ხმის რეჟისურა, ბექ-ვოკალი: ბექა გაბუნია სტუდია: ჯგუფი "ძმები", 2018 წელი, მარტი Directed by: GIKA STUDIO Written by: Soso Mikeladze Arrangement: Beka Gabunia პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი ნამუშევარი - სიმღერა სახელწოდებით „წლები და გზები“. „წლები და გზები“ - ეს არის ნოსტალგიური ფიქრი გარდასულ დროთა მშვენიერ წამებზე, თაობების გარდამავლობაზე, მარადიულ სიყვარულზე, სამშობლოზე, ერთგულებაზე, სიკეთესა და ტკივილის გადალახვის საჭიროებაზე. ეს არის გახსენება ჩვენი გმირების და ყველაზე უფრო დიადი ცხოვრებისეულ ღირებულებებისა. ეს არის სიმღერა, რომელიც გულგრილს არ დატოვებს არცერთ ადამიანს, ვინც იგემა ცხოვრება, ვისაც ენატრება თავისი ბავშვობა, ვინც იგრძნო დინება სიცოცხლის სწრაფმავალი. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო თანადგომისათვის სიმღერის ვიდეო-პროექტის ავტორს, ინიციატორსა და სპონსორს - GIKA STUDIO-ს. ჩვენი თანამშრომლობა და მთლიანად კლიპის სამუშაო პროცესი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და ლამაზი მომენტი იყო ჩემთვის ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის განმავლობაში. დახვეწილი რეჟისორული მუშაობა, შერწყმული გუნდი, ეფექტური გადასაღები გადაწყვეტილებები, ხალისი და ღიმილი, საოცრად ლამაზი კადრების მიგნება, პოეზია და აზარტი, ჩვენი სამშობლოს სიმბოლოებთან სათუთი შეხება - ჩვენი სამუშაო გარემო მართლაც რომ დაუვიწყარი წამებით იყო გაჯერებული. აღსანიშნავია, რომ „წლები და გზები“ - პირველი პროფესიონალური კლიპია ჩემს მუსიკალურ შემოქმედებაში და მასში სწორედ რომ მხატვრული ფორმით მოხდა ყველა ჩემი იდეალის ხორცშესხმა: ძლიერი, შეკრული ოჯახი, წარმატებული საქართველო, ჩვენი ერთობა, ჩვენი ბავშვები, წარსულისა და მერმისის უწყვეტი კავშირი. რეჟისორმა და მისმა გუნდმა მოახერხეს სიმღერის ძირითადი ნიშნების, იდეებისა და სათქმელის გატარება კლიპში მოხდენილი, ნატიფი და დახვეწილი ფორმით, ფერთა ზუსტი შერჩევით, აქცენტების სათუთი გადანაწილებით. ბოლო ჯამში, სიმღერა და მისი ვიდეორგოლი უკვე წარმოადგენენ ერთ ჰარმონიულ ნაზავს და ერთად მძაფრ სინერგიულ ეფექტს ქმნიან. დიდი მადლობა, GIKA STUDIO ამ პროექტისათვის! ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა არანჟირების ოსტატს და მუსიკოსებს, რომლებმაც თავისი ხელოვნება დაატყვეს სიმღერას „წლები და გზები“. ესენი არიან ბექა გაბუნია და ბრწყვინვალე ქართული ჯგუფის „ძმები“-ს წევრები - დათა და გიგა ლოლაშვილები. მათი უბადლო მუსიკალური შესრულება მართლაც დარჩება და ყოველთვის გაჰყვება ამ სიმღერას და აღაფრთოვანებს მრავალ-მრავალ ქართველსა თუ სხვა ეროვნების ადამიანს! დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშობლებს იმის გამო, რომ მათ ადამიანობა პირველი პრიორიტეტის ფასეულობად დამამკვიდრებინეს ცხოვრებაში. ასევე ქედს ვიხრი ჩემი მეგობრებისა და ახლობლების წინაშე, ვისი სისტემატური მხარდაჭერა, გახდა წინაპირობა ჩემი აქტიური საქმიანობის მუსიკალურ სფეროში. დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვისაც პირდაპირ და ირიბად ეკუთვნის წვლილი ამ სიმღერის შექმნასა და დამუშავებაში! და რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა თქვენ, ჩემო ძვირფასო მსმენელებო! ყველაზე მცირე მხარდაჭერა და სითბოც კი საკმარისია ხოლმე ხელოვანისათვის, რომ იგი წინ წავიდეს, იყოს სიახლეებზე, განვითარებაზე, ზრდაზე ორიენტირებუ