Soso Mikeladze - წლები და გზები - სოსო მიქელაძე - Tslebi da Gzebi

20.03.2019
ვიდეოპროექტის ავტორი: GIKA STUDIOტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძეარანჟირება, ხმის რეჟისურა, ბექ-ვოკალი: ბექა გაბუნიასტუდია: ჯგუფი "ძმები", 2018 წელი, მარტიDirected by: GIKA STUDIOWritten by: Soso MikeladzeArrangement: Beka Gabuniaშემოგვიერთდით Facebook-ზე: https://www.facebook.com/sosomikeladze111/გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/SosoMikeladzeTwitter: https://twitter.com/sosomikeladzeSoundcloud: https://soundcloud.com/sosomikeladze-1My site: https://sosomikeladze.wordpress.comInstagram: https://www.instagram.com/mikeladzesoso/სიმღერის ტექსტი: https://wp.me/p2yRJ1-1Y1Текст/Русский дословный перевод: https://wp.me/p2yRJ1-1Y1"წლები და გზები"I ნაწილიმე მენატრება ჩემი ბავშვობა, სადღაც ჩავლილი,ძველი ფანჯრიდან დანახული სული ქართული,ჩემი მშობლების პურ-მარილი უხვად გაშლილი,შემოძახილი - ალაზანივით ველად გასული.ჩემს საქართველოს ქვეყნის მარგალიტს, ერთს, ულამაზესს,ვეტრფი ბოლომდე - ხალხად დამარცვლილ სულის ალმაზებს!ვეტრფი მთებსა და ღვინოდქცეულ სისხლს უზენაესსდა ჩვენს ენაში დასახლებულ ღმერთს უზენაესს!მისამღერი:წლები და გზები და ადამიანები,წლები და გზები ხან სულ მზიანები!წლები და გზები, ვთვრები და ვერ ვთვრები,წლები და გზები და მაინც არ გავქრები! (2-ჯერ)II ნაწილიმე მენატრება დედას ტკბილი ხმით თქმული ზღაპრები,და მამაჩემის შემოტანილი ნანადირევი,ვაზის ნერგებით დაწყებული უსასრულობადა სიჭაბუკე, როგორც ერთი შლეგი მორევი.ვუმღერ ყოველ გმირს, უცნობს, უკვალოს, ლექსად დარჩენილს,ამ მიწის ყივილს, ზეგარდმო მოსულს, ძალას სინათლის,ვუმღერ გაზაფხულს, წაგებულ ომებს, კვლავ გაცოცხლებასდა ჟრუანტელად ნათქვამ ტკბილ წუთებს ჩვენი სიმართლის.მისამღერი:_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _© საავტორო უფლებები დაცულიაგთხოვთ, ნუ გადაამრავლებთ (მოიპარავთ) კლიპს/სიმღერას;ნუ ატვირთავთ აღებულ რგოლს თქვენს არხზე youtube-ზე ან facebook-ზე.ეს არის ჩვენი არხის, როგორც ვიდეორგოლის მფლობელის, პრინციპული პოზიცია!ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში.ვიდეოს ან სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არხის დაბლოკვა.https://youtu.be/cOKiZAUbWvoწლები და გზები - Soso Mikeladze – Tslebi da Gzebi – Годы и Дороги

Похожие видео